"არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვნენ - რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ - ვერ ბედავენ, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვნენ - რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ - ვერ ბედავენ, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ"

არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვნენ, რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ - ვერ ბედავენ, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ

არ შეიძლება მართლა ყველაფერში უნიათოები იყვნენ, რევოლუცია უნდათ - ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ - ვერ ბედავენ, ევროპიდან რა მესიჯებიც მოდის, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი საპროტესტო აქციები მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს.

"ოპოზიციამ 2012 წლის შემდეგ ვერც ერთხელ ხალხი ვერ შეკრიბა, რატომ? - არ აქვს ნდობა და ხალხი არ მიჰყვება. საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას ხმა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა, დაახლოებით მილიონია ოპოზიციისთვის ხმის მიმცემი, მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მართლა რომ გაყალბებულიყო, არანაირი მოწოდება არ დასჭირდებოდათ, თავის ხმებს დაიცავდნენ. კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიცია ხალხს ყურს დაუგდებს, რადგან არ შეიძლება მართლა ყველაფერში უნიათოები იყვნენ, რევოლუცია უნდათ - ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ - ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ, ქუჩაში შეკრება უნდათ - ვერ ახერხებენ, სენატში მოსმენა იყო, ევროპიდან რა მესიჯებიც მოდის, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მიჰყვებათ. ამას კარგად გრძნობენ და ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით, ქუჩაში რამდენი ადამიანი დგასო. თუ დასათვლელი არ არის, მაშინ აქციებს რატომ აწყობენ?!"- განაცხადა სუბარმა.