რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები - კვირის პალიტრა

რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები

"მე ჩემი საქმისთვის საკუთარი ცხოვრებით გადავიხადე და ის ჩემი გონების ნახევარი დამიჯდა" - ვინსენტ ვან გოგი

ყველა შედევრს თავისი ისტორია აქვს. ადამიანთა უმრავლესობა ვინსენტ ვან გოგს მისი რამდენიმე ცნობილი ნახატით იცნობს: "ვარსკვლავებიანი ღამე", "მზესუმზირები" და "ავტოპორტრეტი მოჭრილი ყურით", მაგრამ ჰოლანდიელი მხატვრის ნახატები გაცილებით მეტ საიდუმლოს და დაფარულ გზავნილს ინახავს.

როგორც წესი, ხელოვნებაში ადამიანები იმას ხედავენ, რისი დანახვისთვისაც მზად არიან, რითიც შინაგანად არიან სავსე და რა მდგომარეობისკენაც ისწრაფვიან.

"კაფის ტერასა ღამით"

ვან გოგი ლურჯი და ყვითელი პალიტრის ნამდვილი ჯადოქარია. მისი ნახატი "კაფის ტერასა ღამით" შეუმჩნეველ მინიშნებებს წარმოადგენს ღმერთზე. ხედავენ ადამიანები ამ ტილოზე მხოლოდ პეიზაჟს, თუ ამოიცნობენ საიდუმლო საღამოს მოტივს? ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორიის თანახმად, ეს ნახატი შეიცავს მინიშნებას ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობაზე." იტალიურად, ნახატს Uლტიმა ჩენა ჰქვია, რაც ითარგმნება როგორც "უკანასკნელი ვახშამი". ხელოვნებათმცოდნეები თანხმდებიან იმ მოსაზრებაზე, რომ დავინჩიმ ფრესკაზე იესოს წინასწარმეტყველების სცენა ასახა, სადაც ის ერთ-ერთი მოწაფის - იუდას ღალატის შესახებ ამცნობს მოციქულებს. ვან გოგის ნახატზეც ანონიმური სტუმრებია დახატული, რომლებიც საფრანგეთის ქალაქ არლში, კაფის ღია ტერასაზე ატარებენ დროს. ნახატზე მუშაობის პერიოდში, ვან გოგი თავის ძმას, ტეოს სწერდა: "მე მაქვს საშინელი მოთხოვნილება - წარმოვთქვა ეს სიტყვა - რელიგია". ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ მხატვარმა განზრახ შეიტანა ნახატში რელიგიური ელემენტები.

ნახატის საბოლოო ვერსიაში, ვან გოგმა შეცვალა ადამიანების რაოდენობა ნახატზე, რომ 12 ადამიანი გამოსულიყო, რაც ემთხვევა 12 მოციქულს.

ღია კარში გამსვლელი მუქი ფიგურა, სავარაუდოდ იუდაა, ხოლო გრძელთმიანი ცენტრალური ფიგურა, რომელსაც თეთრი ტუნიკის მსგავსი სამოსი აცვია, თავად იესო ქრისტეა. თუ ნახატს ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მას გულმკერდზე ჯვარი ჰკიდია.

"ვარსკვლავებიანი ღამე"

ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო "ვარსკვლავებიანი ღამე" თავისი საოცარი ისტორიით გამოირჩევა. ნამუშევარი ასახავს გამოგონილი ქალაქის ცას გარიჟრაჟის წინ. 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მეცნიერები აკვირდებოდნენ ნაწილაკების კოსმიურ "მორევებს", მაშინვე გაახსენდათ ეს ცნობილი ნახატი.

მათ აღმოაჩინეს სტრუქტურები, რომლებიც ცალსახად აღნიშნავს ტურბულენტობას.

აღმოჩნდა, რომ როდესაც ჰოლანდიელი მხატვარი იმყოფებოდა საფრანგეთის საავადმყოფოში, მან ტილოზე ასახა მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე რთული და გაუგებარი მოვლენა - ტურბულენტობა. ტურბულენტობა არის სითხის დინამიკის კონცეფცია, რომელშიც დიდი მორევები სპონტანურად წარმოიქმნება ენერგიის კასკადის მქონე ნაკადში, წარმოქმნის უფრო მცირე ზომის მორევებს და ისინი - კიდევ უფრო მცირეს. ასზე მეტი წლის წინ, ვან გოგმა შეძლო გაეცნობიერებინა და გამოესახა ურთულესი ცნება, რომელიც ბუნებამ კაცობრიობას მოუვლინა და ის თავის წარმოსახვაში, მოძრაობის და ფერის უდიდეს გამოცანად აქცია.

"მზესუმზირები"

"მზესუმზირები" ვან გოგის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. ბევრმა არ იცის, რომ "მზესუმზირების" თერთმეტი ვერსია არსებობს. თავიდან, მხატვარი მზესუმზირებს იმ მიზნით ხატავდა, რომ საკუთარი სახლი არლში, პოლ გოგენის მოსვლისთვის გაელამაზებინა. 1888-1889 წლებში, მან საფრანგეთში კიდევ ოთხი "მზესუმზირების" ვერსია შექმნა. ყვითელი ფერი, მისთვის რაღაც განსაკუთრებული გახდა. ჯამში, ვან გოგმა მზესუმზირების სამი სერია შექმნა: დაწვენილი ყვავილები - პარიზი. 1887 წელი; მზესუმზირები ლარნაკში - არილი. 1888 წელი და რამდენიმე მათი ასლი. ჯამში, თერთმეტი ტილო იყო.

"ავტოპორტრეტი მოჭრილი ყურით და ჩიბუხით"

ვან გოგი ოცნებობდა შეექმნა სკოლა-სემინარი თანამოაზრეებისათვის, რომელშიც მთავარი გოგენი იქნებოდა. ორმა ხელოსანმა ერთად დაიწყო მუშაობა ერთ ჭერქვეშ, მაგრამ ისინი ხშირად კამათობდნენ. ძალიან ემოციური ვან გოგი მუდმივად კონფლიქტში შედიოდა. თავდაჯერებული გოგენი ამან გააღიზიანა. მან ვერ გაუძლო ყოველდღიურ ჩხუბს და წავიდა. შეშფოთებულმა ვან გოგმა ყურის ბიბილო მოიჭრა. ეს ქმედება არც ისე უცნაურია, როგორც ახლა ჩანს. არლში, სადაც მაშინ მხატვარი ცხოვრობდა, კორიდაზეარ კლავდნენ ხარებს როგორც ესპანეთში, მათ აჭრიდნენ ყურს და ტორეადორს სამახსოვროდ ატანდნენ. ვან გოგის ჟესტის მნიშვნელობა კი ის იყო, რომ მან წააგო. მოჭრილი ბიბილო იმ მეძავს გადასცა, რომელმაც "გამარჯვებული" გოგენი ამჯობინა. ამ ნერვული აშლილობის შემდეგ დაიხატა ცნობილი ავტოპორტრეტი.

საინტერესო სიახლე მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს! მალე, გამომცემლობა "პალიტრა L-ი" "დიდი მხატვრების" სერიას იწყებს! მიეცით ხმა თქვენთვის საინტერესო მხატვრებს ვებგვერდზე: https://bit.ly/3q5Zpg7

მიღებული ხმების მიხედვით, გამარჯვებული მხატვრის ალბომი 2021 წლის მაისიდან ყოველთვე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა, ალბომები ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში სპეციალურ ფასად გაიყიდება.