"მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო...დაუყოვნებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე" - მეუფე პეტრე მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს - კვირის პალიტრა

"მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო...დაუყოვნებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე" - მეუფე პეტრე მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს

მარტვილში, ბალდის მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მეუფე სტეფანეს მიერ პეტრე ცაავას მიმართ გამოთქმულ ბრალდებას მოჰყვა.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა "კურიერთან" საუბრისას ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს:

ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს მოუწოდებს, მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოს.

"მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყოვნებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს, რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე.

მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია," - განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

"მეუფე პეტრეს შვილი ჰყავს გერმანიაშიო..." - ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ