უბნის ექიმობით დაწყებული კარიერა, მეუღლე და ორი შვილი - მინისტრის მოადგილის ცხოვრება კადრს მიღმა - კვირის პალიტრა

უბნის ექიმობით დაწყებული კარიერა, მეუღლე და ორი შვილი - მინისტრის მოადგილის ცხოვრება კადრს მიღმა

უბნის ექიმობით დაწყებული სერიოზული კარიერა და ზრდასრული შვილები - მინისტრის მოადგილის ცხოვრება კადრს მიღმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინაციის პერიოდში აქტიურად უწევს საზოგადოების წინაშე გამოჩენა. ქალბატონი თამარი 2019 წლიდან არის აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა მანამდე საკმაოდ დიდი გზა აქვს გავლილი.

როგორც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, 1969 წლის 7 ნოემბერს არის დაბადებული თბილისში.

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2007-2009 წლებში მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი, სპეციალიზაციით ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი - ათენისა და ჯორჯიის უნივერსიტეტებში.

კარიერა

უბნის ექიმის რანგში დაიწყო - 1992-2001 წლებში სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობდა ჩუღურეთის რაიონის საოჯახო მედიცინისა და სამკურნალო დიაგნოსტიკის ცენტრში. შემდეგ იყო კლინიკური დირექტორი საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტი, მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ექსპერტ-ანალიტიკოსად, დეპარტამენტის უფროსად, კონსულტანტად. 2011 წელს იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს ტექნიკური მრჩეველი. გააგრძელეთ კითხვა