ვინ შეიძლება ვიხილოთ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში პარლამენტიდან? - კვირის პალიტრა

ვინ შეიძლება ვიხილოთ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში პარლამენტიდან?

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან, რაც ნიშნავს, რომ ის სადაცაა საკუთარი პოლიტიკური გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. ექსპერტთა ნაწილის თქმით, თუ გახარია მართლაც შექმნის პოლიტიკურ ძალას, აქვს შანსი ორი დომინანტი პოლიტიკური ძალის ალტერნატიულ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

არსებობს ვარაუდი, რომ გახარია შეიძლება დამოუკიდებლად არც მოქმდებდეს და ის ბიძინა ივანიშვილმა მაშველ რგოლად "გადმოაგდო" პოლიტიკურ ველზე, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია.

მოკლედ, მალე ბევრი რამ გაირკვევა, მათ შორის ისიც, თუ ვინ იქნებიან გახარიას პოლიტიკური თანამებრძოლები.

მას შემდეგ, რაც ის გადადგა, თანამდებობა მისმა რამდენიმე თანამოაზრემაც დატოვა. მათ შორის პირველი იყო მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე, რომელიც პრემიერის გუნდის წევრად მოიაზრებოდა. არ გამორიცხავენ, ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ქემოკლიძესთან ერთად, ყოფილი პრემიერის გვერდით აღმოჩნდეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც პოსტი ჯერ კიდევ ნოემბერში დატოვა. გახარიას გუნდში მოიაზრება ასევე კახა საბანაძე, რომელიც შს მინისტრის მოადგილის პოსტს 3 წელი იკავებდა და თანამდებობიდან ახლახან გადადგა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტის დატოვება მაია ცქიტიშვილმა პოლიტიკური პროცესიდან გარიდების და ოჯახთან დაბრუნების სურვილით ახსნა, არსებობს ვარაუდი, რომ გახარიასთან ერთად, ისიც კვლავ შემობრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე.

დიდი ალაბათობით, ექსპრემიერის გვერდით იქნებიან გორელი ძმები: ალექსანდრე და გიორგი ხოჯევანიშვილები. პირველი, მოგეხსენებათ, სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რომელიც გახარიას მთავრობიდან წასვლის შემდეგ დატოვა, მეორე ძმა კი ჯერჯერობით "ქართული ოცნების" პარლამენტარია.

მასთან ერთად გახარიას კვოტით პარლამენტში კიდევ რამდენიმე დეპუტატია, მათ შორის: გააგრძელეთ კითხვა: