"ქალ­ბა­ტონ­მა ანი­ტამ, რო­დე­საც ვი­ყა­ვი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, "ფე­ის­ბუქ­ზე" "გა­მა­სა­მარ­თლა" და ჩამ­სვა ცი­ხე­ში" - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის კრიტიკას პასუხობს - კვირის პალიტრა

"ქალ­ბა­ტონ­მა ანი­ტამ, რო­დე­საც ვი­ყა­ვი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, "ფე­ის­ბუქ­ზე" "გა­მა­სა­მარ­თლა" და ჩამ­სვა ცი­ხე­ში" - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის კრიტიკას პასუხობს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საოპერო მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ამაში დასაძრახი არაფერია.

ამის შესახებ მინისტრმა "რადიო იმედის" ეთერში განაცხადა, მისთვის განსხვავებული აზრი მნიშვნელოვანია.

"ეს კარგია, მათ უნდა ილაპარაკონ, რასაც ფიქრობენ. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ერთ კონრეტულ ეთერს მოჰყვა ეს რეაქციები, რომელიც "ფეიქნიუსად" აქცია ერთ-ერთმა მათმა საყვარელმა არხმა. ეს პროცესი მანამდე დაიწყო. სამწუხაროდ, ჩვენ ხანდახან გვიჭირს განვასხვაოთ საქმე და პოლიტიკა.

როგორც მითხრეს, ბურჭულაძემაც გააკეთა მწვავე განცხადება. ის არის უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანი, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ის ხელმოცარულია. თავის დროზე ჩვენ კოლეგები ვიყავით, მაგრამ ის პოლიტიკაში ნამდვილად ხელმოცარულია.

ასეა ქალბატონი ანიტაც. ანიტა, ანიტაა, რასაც უნდა იმას იტყვის. მან არ იცი რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი, მე ვარ ნომერ მეხუთე ქალთა კოლონიის პატიმარი, რადგან ქალბატონმა ანიტამ, როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, "ფეისბუქზე" "გამასამართლა" და ჩამსვა ციხეში. ეს ხუმრობით, ასევე საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე "გაასამართლა" ქალბატონმა ანიტამ. რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები. ეს დასაძრახი არ არის, ნორმალური პროცესია" - აღნიშნულა წულუკიანმა.