"ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცია მსოფლიოში არ არ­სე­ბობს, რომ აც­რის წინ რა­ი­მე ტი­პის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს" - კვირის პალიტრა

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცია მსოფლიოში არ არ­სე­ბობს, რომ აც­რის წინ რა­ი­მე ტი­პის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს"

Astrazeneca-ს მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, 25 მარტს, თბილისში, Pფიზერ-ის 29 500 ვაქცინის დოზა ჩამოვიდა, შესაბამისად, ვაქცინაცია კორონავირუსზე ამჟამად უკვე ორი სხვადასხვა ვაქცინით გაგრძელდება. არის თუ არა შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ადამიანს ამ თუ იმ მიზეზით ვაქცინაციაზე უარი უთხრან, რა უნდა გაითვალისწინონ მათ და როგორი კატეგორიის ადამიანებისთვისაა ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო? ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ესაუბრება.

- ვაქცინაციის აბსოლუტური უკუჩვენება მხოლოდ კოვიდის ვაქცინის პირველ დოზაზე მძიმე რეაქცია, გვერდითი მოვლენაა - დანარჩენი აბსოლუტური უკუჩვენება ფაქტობრივად, არ არსებობს. როგორც ვიცით, ვაქცინის გაკეთებამდე შესავსები კითხვარები არსებობს, სადაც გარკვეული შეკითხვებია ჩამოთვლილი და ასაცრელ პირს თუ რაიმე საყურადღებო აქვს, იქ ექიმმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიღოს, თუ რა სიფრთხილის ზომები გამოიჩინოს, რას შეიძლება ელოდოს და ა.შ. მაგრამ რომელიმე ისეთი დაავადება, რომლის გამოც ვინმეს ვაქცინაზე უარი ეთქვას, არ არის, გარდა იმისა, თუ მაგალითად, ანამნეზში ადამიანს პირველ დოზაზე მძიმე რეაქცია დაუფიქსირდა.

- პირველ რიგში, რომელი ალერგიებია საფრთხე ვაქცინაციისთვის და რომელი არა?

- დავიწყოთ იქიდან, რომ თეორიულად, ვაქცინაზე და ნებისმიერ მედიკამენტსა თუ პროდუქტზე მძიმე ალერგიული რეაქცია შეიძლება, ცხოვრებაში პირველად ისეთ ადამიანს განუვითარდეს, რომელსაც მანამდე არაფერი მსგავსი არ ჰქონია. ანუ, აუცილებელი არ არის, რომ ალერგიის ისტორია ჰქონდეს, შეიძლება, პირველი ეპიზოდი იყოს - ეს ბოლომდე გამორიცხული არ არის, ამიტომ, ასეთ დროს თეორიული რისკები უნდა იქნას დაშვებული. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვისაც რომელიმე მედიკამენტზე ან პროდუქტსა თუ ვაქცინაზე ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონია, თავისთავად ცხადია, მოიაზრება, როგორც უფრო მაღალი რისკის მქონე. თუმცა კონკრეტულად, თუნდაც გრიპის ვაქცინის დროს ვეკითხებით მაგალითად კვერცხზე ალერგიის შესახებ, რადგან იქ ეს პროდუქტი ტექნოლოგიურად გამოიყენება და შესაბამისად, სწორედ კვერცხზე ალერგიის შემთხვევაში გარკვეული სიფრთხილეა საჭირო. ძალიან დაკონკრეტებულად, რომ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე ან მედიკამენტზე, რომელიმე ალერგიის ტიპის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული, სხვანაირი ღონისძიებები ტარდება, ასე არ არის - თუნდაც იმის გამო, რომ ყველამ ვიცით, ვაქცინებზე ჯერჯერობით მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ დაგროვილა. შესაბამსიად, ასეთი ვიწრო კვლევები სხვადასხვა ქვეტიპის დიაგნოზის მქონე პაციენტებზე მაინცდამაინც არ გვაქვს.

- რაც შეეხება გარკვეული მედიკამენტებით მკურნალობას, მაგალითად, ჰორმონალურ პრეპარატებს?

- დავიწყოთ იქიდან, რომ მათ, ვინც ისეთ პრეპარატებს იღებენ, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებს, ზოგადად, ვაქცინები უფრო მეტად სჭირდებათ ხოლმე, რადგან კორონავირუსი იქნება თუ სხვა რომელიმე ინფექცია, მათთვის ბევრად მძიმე იქნება და ზოგჯერ, ძალიან გართულებულიც. შესაბამისად, ამ ტიპის ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო რაიმე ტიპის იმუნოდეფიციტი აქვთ, უფრო მეტად სჭირდებათ ვაქცინაცია. თუ რაღაც კონკრეტულ მკურნალობაზე ვლაპარაკობთ, პირობითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა ან სხვა პრეპარატებზე, მათგან ზოგიერთი შეიძლება, ისედაც ზრდიდეს თრომბოემბოლიის რისკს. ვინაიდან მსოფლიოში, ასეთ ერთეულ შემთხვევებში ვაქცინაზე გართულებაზე თრომბოემბოლიაა აღწერილი, ამ კუთხით შეიძლება, ეს ასაცრელი პირი მეტად საყურადღება იყოს, ვიდრე სხვა. მაგრამ ამის გამო მას ვაქცინაზე უარი არ ეთქმევა, უბრალოდ, ასაცრელ კაბინეტში სპეციალისტმა უნდა იცოდეს, რა რისკები აქვს ამ პაციენტს, შესაბამისად, რას შეიძლება მოელოდონ და მას თუ დახმარება დასჭირდა, რა მიმართულება აირჩიონ.

- როგორც ვიცი, სხვა აცრების დროს ქალებს ეუბნებიან, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაორსულება სასურველი არ არის - რა ხდება კოვიდვაქცინის შემთხვევაში ამ კუთხით? გააგრძელეთ კითხვა