როგორია გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში - კვირის პალიტრა

როგორია გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში

"დღეის მდგომარეობით, ბრალდებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული გ.წ. დაწესებულებაში შესვლის დღიდანვე შიმშილობს. ამ დროისთვის იგი იმყოფება N8 დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება სასიცოცხლო მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, მისი სამედიცინო მეთვალყურეობა ხორციელდება "პენიტენციური დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის N 169 ბრძანების შესაბამისად.

მიმდინარე წლის 25 მარტს, ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა.