დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - კვირის პალიტრა

დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ზაალ მიქელაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა.

"ამ ვირუსის დასაძლევად ერთადერთი გზა აცრაა. ცივილიზირებულმა მსოფლიომ არაერთხელ ძალიან ბევრ გადამდებ დაავადებას უშველა სწორედ იმუნიზაციით. ერთადერთი გადარჩენა ვირუსისგან არის იმუნიზაცია. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა ადამიანების მხრიდან, როდის გავიხსნები? შემიძლია მათ ვუთხრა: ამოცანის გასაღები ჩვენი მოქალაქეების ხელშია",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.