ჭავჭავაძეზე, მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა - კვირის პალიტრა

ჭავჭავაძეზე, მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, ჭავჭავაძეზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.