"ცნობილი ადამიანების ვაქცინაცია „სტრატეგიული კომუნიკაციის“ ნაწილია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სანდოა ვაქცინა" - კვირის პალიტრა

"ცნობილი ადამიანების ვაქცინაცია „სტრატეგიული კომუნიკაციის“ ნაწილია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად სანდოა ვაქცინა"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცნობილი ადამიანების ვაქცინაცია "სტრატეგიული კომუნიკაციის" ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს თუ რამდენად სანდოა ვაქცინა".

მინისტრის თქმით, ცნობილი ადამიანების აცრა ვაქცინაციის პოპულარიზაციის გამო ხდება.

"რაც შეეხება 100 ვაქცინას ცნობილი ადამიანებისთვის, ეს არის სტარტეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, რამდენად სანდოა ვაქცინა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომელიც დღეს ვაქცინაციაში საკუთარი ნებით ერთვება. თქვენ იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ისინი ამას აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისთვის და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანები არიან ცნობილი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებით ზრუნავს ამ კომპონენტში არ არის ჩადებული", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოფა.