"ქალბატონი თეა უბრალოდ ასრულებს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ქალბატონი თეა უბრალოდ ასრულებს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში

ექსპერტი გია ხუხაშვილი კულტურის ახალ მინისტრთან, თეა წულუკიანთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ქალბატონი თეა უბრალოდ ასრულებს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას "ანტი-ოცნებისტური ელემენტების" გამოვლენის და დასჯის შესახებ.

ამ დადგენილებით, მტრული ელემენტები ორ ნაწილად უნდა დაიყოს - "განსაკუთრებით მტრული" და "ნაკლებად აქტიური, მაგრამ მტრული".

ზუსტად ამის დასადგენად არის საჭირო იმის გარკვევა, თუ "საიდან მოდის" განსხვავებული აზრი.

ეს არის 1937 წლის 3 ივლისის სტალინის დეპეშის რემეიქი. მაშინ პირველ კატეგორიას ხვრეტდნენ, მეორე დეპორტაციას ექვემდებარებოდა.

ახლა ალბათ პირველი კატეგორია "ჩადებას", მეორე კი გათავისუფლებას იმსახურებს.

პროგრესი სახეზეა", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: "რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა"