"თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად" - რას წერს კახი კალაძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად" - რას წერს კახი კალაძე სოციალურ ქსელში?

დედაქალაქის მერი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.

შეხვედრამდე!" - წერს დედაქალაქის მერი.