"რუსეთი, "ადეკვატურად უპასუხებს" ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში" - რას აცხადებს მარია ზახაროვა? - კვირის პალიტრა

"რუსეთი, "ადეკვატურად უპასუხებს" ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში" - რას აცხადებს მარია ზახაროვა?

"რუსეთი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოქმედებს, "ადეკვატურად უპასუხებს" ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე, კომენტირებისას ზახაროვამ აღნიშნა - "მოკლედ რომ ვუპასუხოთ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პასუხი ტრადიციულია - ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ".

"ინტერპრესნიუსი"