"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან 21:00 საათზე შეიკრიბნენ და ავტოკოლონებით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მიემართებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას გამოუცხადებენ და გაამხნევებენ.

ამათან, სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობაზე იმყოფებიან ბანერით: "თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს".