რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კახა კალაძეს დაუდასტურდა და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას? - კვირის პალიტრა

რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კახა კალაძეს დაუდასტურდა და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკაშია და მკურნალობც. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!" - წერს კალაძე.

რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზეა ისახება ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღევის გამო.

ვერტებრობაზილაური უკმარისობა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილის მიზეზი მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები და ანომალიებია. შეძენილი ფორმის მიზეზები კი არის ისეთი პათოლოგიები, რომლებიც არღვევს სისხლის ნორმალურ გადინებას თავის ტვინისკენ მიმავალ არტერიებში.

ეს პათოლოგიებია:

ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმები ან ოსტეოქონდროზი

თავის ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების ათეროსკლეროზი

ხერხემლის ან ბაზალური არტერიის თრომბოზი

ჰიპერტონული დაავადება

ვერტებრო-ბაზილარული არტერიების შიგნითა კედლის აშრევება

შაქრიანი დიაბეტი

სისხლძარღვთა განვითარების ანომალიები....იხილეთ სრულად