"დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე კიდე რამე თუ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მა­ყე­ნებ­და, არ მე­გო­ნა" - კვირის პალიტრა

"დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე კიდე რამე თუ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მა­ყე­ნებ­და, არ მე­გო­ნა"

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხატია შამუგიამ 12-წლიანი თანამრომლობის შემდეგ "ისი პარი" დატოვა. იგი კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. რა გახდა თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი, ამის შესახებ ცნობილი არ იყო.

თუმცა, როგორც გაირკვა, გადაწყვეტილება "ისი პარის" ხელმძღვანელობამ მიიღო. დეტალებზე ცნობილმა პიარ-მენეჯერმა გადაცემა "სტუმრად ლელასთან" ისაუბრა:

"წარმოიდგინე კომპანია, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს... ჩემთვის ტკბილი მოგონებაა, 12 წელი ცოტა არ არის. 2 წლის წინ დედა გარდამეცვალა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი. როგორც იქნა, მოვიშუშე ტკივილი, შემდეგ სახლი ვიყიდე, საკუთარი სახლი მეღირა... თან ოჯახი შევქმენი. თითქოს ყველაფერი დალაგდა, გგონია, რომ დიდი განსაცდელი უკან მოვიტოვე, ვიწყებ მშვიდ ცხოვრებას და უცებ, აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ ხდება.

ერთ დღესაც, როდესაც წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, გადავწყვიტე შუები გამეკეთებინა, წავიღე სამსახურში, გავასინჯე ყველას, შემდეგ შევედი დირექტორის კაბინეტში, ის და "ეიჩარი" ისხდნენ, ვიფიქრე მათაც გავასინჯებთქო... ძალიან ისეთი სახეები ჰქონდათ, ცუდათ მენიშნა. ნახევარ საათში ვიგებ, რომ მათ შეეცვალათ ხედვები. მოკელდ, ჩვენი დამშვიდობების წუთებიაო. ერთ-ერთი დამფუძვნებელმა, რომელთანაც ახლოს ვიყავი, მან აიღო თავის თავზე, რომ ეს ეთქვა. სხვა ფორმატში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა შენთანო. არც დავინტერესებულვარ დანარჩენით. წამოვედი.

მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ უკვე წარსულია. თითქოს საკუთარი შვილი, რომელსაც ზრდი, უგულებელყოფს. მეგონა, რომ ამ კომპანიაში უნდა დავბერებულიყავი. შეიძლება ძალიან ვბოდავდი.

ეს იყო საოცარი ტკივილი და იმედგაცრუება. დედაჩემის გარდაცვალების მერე კიდე რამე თუ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენებდა, არ მეგონა. ანუ არაფერი რომ არ იცი და შენს ზურგს უკან გადაწყვეტილებები მიღებულია. უცებ რჩები ხელმოცარული. როდესაც პოსტი დავდე, ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ამ პოსტზე გამოხმაურებები იყო. თუ რაიმე სიკეთე გამიკეთებია, ეს დამიბრუნდა ამ დღეებში" - ამბობს ხატია შამუგია.