"ეგ და­ა­ვა­დე­ბა მეც გა­და­ვი­ტა­ნე და და­ვა­მარ­ცხე. შენც მალე და­ა­მარ­ცხებ" - რას წერს სოსო გოგაშვილი კახა კალაძეზე? - კვირის პალიტრა

"ეგ და­ა­ვა­დე­ბა მეც გა­და­ვი­ტა­ნე და და­ვა­მარ­ცხე. შენც მალე და­ა­მარ­ცხებ" - რას წერს სოსო გოგაშვილი კახა კალაძეზე?

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თბილისის მერის დიაგნოზს ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული დაავადება მანაც გადაიტანა.

გოგაშვილი კალაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ჯანმრთელობას გისურვებ კახი. ვიცი, რომ მალე დაუბრუნდები აქტიურ ცხოვრებას. უფალი იყოს შენი და შენი სუფთა, ძალიან ლამაზი ოჯახის მფარველი. ეგ დაავადება მეც გადავიტანე და დავამარცხე.

შენც მალე დაამარცხებ. ეს არის ყოველდღიური 24 საათიანი მუშაობის, არანორმალური წესის შედეგი, რაშიც დღეს საჯარო მოხელეს და პოლიტიკოსს უწევს ცხოვრება. ამას ემატება მუდმივი ნეგატივი, ღალატი, ცილისწამება, გაუტანლობა და აშ. რაც შეეხება ვიღაცეების ღლიცინს.

რა პასუხი უნდა გაეცეთ მათ? არანაირი. მათ ცხოვრებამ უკვე გასცა პასუხი და დატოვა ხელმოცარულ წარუმატებლებად. ღმერთმა შეუნდოთ..." - წერს გოგაშვილი.

ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკაშია და მკურნალობს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!" - დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.