კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - კვირის პალიტრა

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, მსახიობი დაახლოებით ერთი თვეა კლინიკაში მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

"სტაბილურად მძიმე პაციენტია. აპარატზე არ გადასულა, მაგრამ მძიმეა. დიდი ხანია ჩვენთანაა, ერთი თვე იქნება გაუმჯობესება არ შეინიშნება", - განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თსსუ-ს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.