"შეიძლებოდა აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება" - რას ამბობს ნათია მეზვრიშვილი მელიაზე - კვირის პალიტრა

"შეიძლებოდა აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება" - რას ამბობს ნათია მეზვრიშვილი მელიაზე

შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა "ტვ პირველთან" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ამასთანავე, აღნიშნა, შესაბამის ორგანოებს შეეძლოთ კანონი სხვაგვარად განემარტათ და მელიას დაკავებით გამოწვეული დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინათ.

"მე ვთვლიდი, რომ შეეძლოთ შესაბამის ორგანოებს და დღესაც ასე ვთვლი, კანონი სხვაგვარად განემარტათ და ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ის პროცესები, რაც მივიღეთ და თავიდან აგვეცილებინა ის დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის, რომელიც ერთი ბრალდებულის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეს მოჰყვა. შეიძლებოდა საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება და ამისი ბერკეტები, მე ვთვლი, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდათ და ამისი შესაძლებლობა, ვთვლი, რომ დღესაც არსებობს,"- განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"