"ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან" - კვირის პალიტრა

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან"

ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა კომპრომისის დროა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა", - განაცხადა დანიელსონმა.

"ინტერპრესნიუსი"