პეკინის გამზირზე, 36 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

პეკინის გამზირზე, 36 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

პეკინის გამზირზე, 36 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადგილზე 6 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუირება გახდა საჭირო. ამ წუთებში, ადგილზე ქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"