"დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს მერია, კახი კალაძის ჯანმრთელობის შესახებ? - კვირის პალიტრა

"დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს მერია, კახი კალაძის ჯანმრთელობის შესახებ?

თბილისის მერს, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი - იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.

"დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია.

კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"