"კახა კა­ლა­ძე აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა­ში" - კვირის პალიტრა

"კახა კა­ლა­ძე აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა­ში"

თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე კლინიკაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე კახა კალაძე პალატაშია გადაღებული. ცნობისთვის, მერს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ეკატერინე ხარხელმა მერს საბოლოო დიაგნოზი დაუდგინა - იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია. დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს და მისი მკურნალობის დინამიკა დადებითია.

"კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.