გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - კვირის პალიტრა

გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზე მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ორმა მგზავრმა.

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ასევე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.