"გამოჩნდა, რომ თამაში შეგვიძლია... ლუზერის მენტალიტეტი უნდა მოვიცილოთ..." - კვირის პალიტრა

"გამოჩნდა, რომ თამაში შეგვიძლია... ლუზერის მენტალიტეტი უნდა მოვიცილოთ..."

სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"არ დამცინოთ, მაგრამ ეს მართლა ღირსეული წაგება იყო. არც ისეთი დიდი უფსკრულია ჩვენსა და კარგ გუნდებს შორის, როგორც ეს ბევრს გონია. ცოტაც უნდა დავიხვეწოთ და მერე იღბალიც ჩვენ მხარეს იქნება.

პ.ს. თანამედროვე ფეხბურთში პრესინგის თამაში ყველას მოეთხოვება. დასვენებული თავდამსხმელი რომ ცვლილებაზე გამოდის და დაძუნძულებს, ეს არის კატასტროფა.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამოჩნდა თამაში შეგვიძლია. საკამრისი ტალანტი გვაქვს იმისთვის, რომ ყველა მატჩზე მოსაგებად გავიდეთ მინდორზე. საკვალიფიკაციოს მიზანი უნდა იყოს ჯგუფიდან გასვლა და არა შემდეგი საკვალიფიკაციოსთვის მზადება. ლუზერის მენტალიტეტი რამენაირად უნდა მოვიცილოთ და იღბალიც ჩვენ მხარეს იქნება. უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია და ნავსი გატყდება", - წერს ზურაბიშვილი. გააგრძელეთ კითხვა