"ტრო­ი­კა" დაშ­ლი­ლია, გა­და­ცე­მა და­ხუ­რუ­ლია! ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის" - კვირის პალიტრა

"ტრო­ი­კა" დაშ­ლი­ლია, გა­და­ცე­მა და­ხუ­რუ­ლია! ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის"

"ტროიკა" დაშლილია, გადაცემა დახურულია!" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი "რუსთავი 2"-ზე კიდევ ერთი გადაცემის დახურვის თაობაზე?

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, "პროფილის" და "შორენას ეფექტის" შემდეგ, კიდევ ერთი გადაცემის, "თქვენი კლინიკის" დახურვის თაობაზე ხდება ინფორმაცია ცნობილი.

"ტროიკა" დაშლილია, გადაცემა დახურულია! ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცნობილმა ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომელიც გადაცემა "თქვენი კლინიკის" თანაწამყვანი გახლდათ.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის შემცირების გამო "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო კომპანია გაკოტრებულადაც გამოცხადებულიყო.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან, რაც კომპანიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს.