ნინო ლომჯარია "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა - კვირის პალიტრა

ნინო ლომჯარია "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

ლომჯარიამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ვაქცინაცია ეკუთვნის, აქტიურობისკენ მოუწოდა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როდესაც 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა, თავად მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მზად იყო აცრისთვის, რათა კამპანიას შეერთებოდა.

"დღეს მე "ასტრაზენეკას" ვაქცინით ავიცერი. მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთნის ამ ვაქცინით აცრა, რომ იაქტიურონ და მინდა კიდევ ერთხელ ამ ვაქცინის მიმართ ჩემი ნდობა დავადასტურო", - განაცხადა ლომჯარიამ.