„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „წინსვლას“ წევრებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა - კვირის პალიტრა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „წინსვლას“ წევრებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

მოძრაობა "წინსვლას" წევრები, რომელმაც დღეს "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან აქცია გამართა, "ნაციონალური მოძრობის" ოფისთან მივიდნენ.

მოძრაობის წევრებს შენობაზე სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა შენობის ეზოში არ შეუშვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ ეს არის კერძო ტერიტორია და ისინი არ მისცემენ მათ ეზოში შესვლის და შენობაზე სტიკერების გაკვრის უფლებას.