მოქალაქეებს "ფაიზერის" ვაქცინით აცრა დღეიდან შეუძლიათ
საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით აცრა დღეიდან, 30 მარტიდან დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "ფაიზერით" ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება.
"უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან კლინიკებში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და "ფაიზერის" ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება", - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში 23 მარტს შემოვიდა. მოქალაქეებს "ფაიზერით" აცრაზე განაცხადის გაკეთება 25 მარტიდან შეეძლოთ.
"ინტერპრესნიუსი"