"ხე­ლე­ბი გა­შა­ვე­ბია და ოთახ­ში წაქ­ცე­უ­ლა...და­ი­ჭი­რეთ და ეწი­რე­ბა უსა­მარ­თლო­ბას, მაგ­რამ ნუ მო­მიკ­ლავთ მაინც მა­მას" - კვირის პალიტრა

"ხე­ლე­ბი გა­შა­ვე­ბია და ოთახ­ში წაქ­ცე­უ­ლა...და­ი­ჭი­რეთ და ეწი­რე­ბა უსა­მარ­თლო­ბას, მაგ­რამ ნუ მო­მიკ­ლავთ მაინც მა­მას"

გოგი წულაიას შვილი, თემურ წულაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ომბუდსმენს მიმართავს.

"მამაჩემის, გოგი წულაიას ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა , ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო, რაც გულის ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო შედეგია.

დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.

აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი, იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს" - წერს პოლიტიკოსის ვაჟი.