"კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას" - კვირის პალიტრა

"კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას"

"კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციოიო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის, თუ როგორ მოიქცეს ამ ვაქცინასთან მიმართებით.

"რაც შეეხება დამატებით ვაქცინებს, კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 ათასი დოზა ვაქცინა იქნება ჩინეთიდან ჩამოტანილი. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებით. დაველოდებით მათ აღიარებას, თუ ისინი დაგვრთავენ ნებას, რომ უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. მაშინ, როდესაც ვაქცინა ადგილზე იქნება, უკვე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით",-განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

მინისტრის განცხადებით, დაემატება შესაბამისი ვებ-გვერდები, რის მერეც 14 აპრილის ფარგლებში მოქლაქეებს ვაქცინაციისთვის დარეგისტრირების შესაძლებლობა ექნებათ. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ფაიზერის" ვაქცინაზე 10 000-მე მეტი რეგისტრაციაა გავლილი.

"წინა დღეებში გვესმოდა ბევრი საყვედური, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მიზეზით იყო გამოწვეული, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოდული გახსნილი ჰქონდა მხოლოდ 14 აპრილამდე, რაც შეთანხმებულია საბჭოსთან და ჩვენი გეგმით შემდგომ ვხსნით ყოველ ორკვირიან მოდულს რიგის მართვისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაემატება საიტები და შესაბამისად, შემდეგი დღეების განმავლობაში მოქლაქეებს მიეცემათ საშულება, რომ დარეგისტრირდნენ 14 აპრილის ფარგლებში. დღეისთვის დარეგისტრირებულია 14 ათას 97 ადამიანი, რამდენადაც არის ჩემთვის ამ ეტაპისთვის ცნობილი. აქედან, 10 000-ზე მეტი არის "ფაიზერზე" განხორციელებული რეგისტრაცია. ვაქცინაცია "ფაიზერზე" ხორციელდება თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ამტელ ჰოსპიტალში", ბოკერიას კლინიკაში და "კავკასიის ცენტრში". ამ კონკრეტულ დაწესებულებებში უბრალოდ დაემატება ამცრელთა ჯგუფები და ასევე, ამცრელთა ჯგუფების სამუშაო საათები გაიზრდება, რის ხარზჯეც მოხდება დამატებითი მოცულობების და ჯავშნების განხორციელება", - განაცხადა ტიკარაძემ.

თუ ყველა მოქალაქის, მათ შორის, ტურისტების მხრიდანაც დაცული იქნება ის რეგულაციები, რაც დღეს კიდევ არის შენარჩუნებული, ჩვენ შევძლებთ, რომ ეპიდვითარება ვმართოთ. თუ ეს ღონისძიებები დაცული არ იქნება, რისკი იზრდება და შემდეგ საბჭო იმსჯელებს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს", - ტიკარაძის თქმით, იმისთვის, რომ ეპიდვითარება არ გაუარესდეს, მოქალაქეებმა არსებული რეგულაციები უნდა დაიცვან.

"ჩვენ გარკვეული მოწოდებები გვაქვს, თუ რამდენი ადამიანის შეკრებაა დასაშვები და მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინონ. იმპერატიული შეზღუდვა არ არის დაგეგმილი და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ უარესდება ეპიდსიტუაცია და რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეპიდსიტუაციის გაუარესება. იმისათვის, რომ მთავრობა არ დადგეს არჩევანის წინაშე მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიიღონ ის ზომები, რომელიც არ გააუარესებს ეპიდვითარებას".

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ და სამედიცინო პერსონალისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინების დოზა შეზღუდული არ იქნება.

"ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი ვაქცინაციას შეძლებენ. მათთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება, რადგან ვთვლით, რომ ყველა პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან, მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს. დამატებითი სქემა, რაზეც შევთანხმდით, იგივე იქნება, რაც დანარჩენი მოქალაქეებისთვისაა.

ისინი უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავენ და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის და სურვილის დაფიქსირების შემთხევვაში გაივლიან რეგისტრაციას და ჩაიტარებენ ვაქცინაციას.

ვიცით, დაახლოებით რა რაოდენობის სამედიცინო პერსონალია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყოფება. შესაბამისად, ჩვენ, რა თქა უნდა, მათთვის საჭირო დოზა გვაქვს გამოყოფილი - დაახლოებით 500 დოზამდე. პენსიონერებთან დაკავშირებითაც ხედვა მეტად მკაფიოა, რადგან ისინი საპენსიო შეღავათებით სარგებლობენ და მათთან მიმართებით საბჭოს აქვს ხედვა, რა დოზების მარაგი იქნება საჭირო, თუმცა ვინაიდან მათი რეგისტრაციის ვალდებულება ამ პროცედურაში ჩადებული არ არის, დოზებს არ შევზღუდავთ. ამასთან, ისინი ვაქცინაციის არჩევაში შეზღუდულები არ იქნებიან",- განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"