"მე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ვი­დეო, სა­დაც ვამ­ბობ, რომ "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა"... ძა­ლი­ან ვნა­ნობ და პა­ტი­ე­ბას ვი­თხოვ" - კვირის პალიტრა

"მე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ვი­დეო, სა­დაც ვამ­ბობ, რომ "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა"... ძა­ლი­ან ვნა­ნობ და პა­ტი­ე­ბას ვი­თხოვ"

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ თიკთოკ- ში ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს ამოწმებს, რომელშიც ახალგაზრდა გოგონა ალიონა ტანია აცხადებს: "აფხაზეთი საქართველოა" - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ეხოკავკაზა" დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს" პრესსამსახურის განცხადებით, "უწყებაში" "აღშფოთებული მოქალაქეებისგან უამრავი საჩივარი შევიდა", რის შემდეგაც ისინი გოგონასა და მის მშობლებს გაესაუბრნენ.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ალიონა ტანიამ მათ "განმარტებები მისცა". ისინი აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც 19 წლის გოგონა ბოდიშს იხდის.

"მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ "აფხაზეთი საქართველოა". მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ," - აცხადებს გოგონა.

ვიდეო, სადაც გოგონა აცხადებს, რომ "აფხაზეთი საქართველოა" მისი ტიკტოკის ანგარიშიდან უკვე წაშლილია.

ambebi.ge