პარლამენტის პლენარულ სხდომას ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უძღვება - კვირის პალიტრა

პარლამენტის პლენარულ სხდომას ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უძღვება

პარლამენტის პლენარულ სხდომას ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უძღვება.

სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გახსნა. რეგისტრაციის გავლისა და დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ლევან იოსელიანმა დაიკავა.

ლევან იოსელიანმა, როგორც პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანმა, რეგლამენტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და გამოყო 30 წუთი 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისთვის.