„მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება" - კვირის პალიტრა

„მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება"

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, "მედკაპიტალის" ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება.

როგორც ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილზე რეგულირების სააგენტო იმყოფება და მოკვლევა მიმდინარეობს.

,,რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

არსებული ინფორმაციით, "მედკაპიტალის" ექიმს აცრა 2 კვირის წინ გაუკეთდა.

"ინტერპრესნიუსი" იხილეთ ვიდეო: