ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ზუგდიდში ასაკოვან ქალს მატარებელი დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"112-ის მიერ შემოყვანილია ასაკოვანი ქალი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკით. გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა",- განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.