"მა­შინ ჩეჩ­ნებს შო­რის შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და, ჯო­ხარ­მა არ მო­უთ­მი­ნა ის, რა­საც ზვი­ა­დი უთ­მენ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას და ამბობდა - "ტყვი­ის ნაც­ვლად ყვა­ვი­ლე­ბი ვეს­რო­ლო­თო" - კვირის პალიტრა

"მა­შინ ჩეჩ­ნებს შო­რის შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და, ჯო­ხარ­მა არ მო­უთ­მი­ნა ის, რა­საც ზვი­ა­დი უთ­მენ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას და ამბობდა - "ტყვი­ის ნაც­ვლად ყვა­ვი­ლე­ბი ვეს­რო­ლო­თო"

საქართველოს კონსტიტუცია ასე იწყება: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით"...

ამასთან, 31 მარტი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა... ზვიად გამსახურდიას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ რეფერენდუმის მნიშვნელობასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ, მისმა პირადმა მფრინავმა ზაურ ბედიამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ "გზის" არქივიდან ამ ინტერვიუს:

- 31 მარტის რეფერენდუმმა ქვეყნის არა მარტო დამოუკიდებლობის, არამედ ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა. ჩემთვის, როგორც სოხუმელისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთშიც ჩატარდა. კარგად მახსოვს, როგორი განწყობა ჰქონდათ ბერძნებს, რუსებს, განსაკუთრებით კი - აფხაზებს. მათმა დიდმა ნაწილმა ხმა ქართულ ორიენტაციას მისცა, რაშიც დიდი იყო ზვიად გამსახურდიას ღვაწლი, - ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, აფხაზები მას "ჩვენს პრეზიდენტს" ეძახდნენ და უსიტყვოდ აღიარებდნენ, რასაც საქართველოს მომდევნო პრეზიდენტებზე ვერ ვიტყვი. გამსახურდიას ოპონენტები დღემდე ამბობენ, რეფერენდუმი დაბადების დღეს დაამთხვიაო, რაც აბსურდია - ეს გამოკითხვა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, რომლის მიზანიც საბჭოთა კავშირის შენარჩუნება იყო. ზვიადს არც იმის ჩაწყობა შეეძლო, რომ 31 მარტი კვირა დღე ყოფილიყო.

ვფიქრობ, ამდენი წლის შემდეგაც, გამსახურდიას ფენომენი და როლი ბოლომდე არ არის გააზრებული. ის დიდი პატრიოტი იყო, რომელმაც ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირა თავის ერს და მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დღესაც ფიქრობს, რომ ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. მახსოვს, გროზნოში, იძულებით ემიგრაციაში ყოფნისას, მასთან უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან. მათ შორის - უცნობები. დაცვა ფრთხილობდა, იცოდა, რომ ყველას ნდობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ზვიადმა კატეგორიულად აუკრძალა მათი შემოწმება: - გაჩხრეკა არავის აკადროთ, ისე შემოუშვითო. ერთი შეხედვით, კუშტი ჩანდა, თუმცა ზედმეტად ენდობოდა ადამიანებს და მოხდა ისე, რომ მის გვერდით მყოფებიდან, არაერთი მოღალატე აღმოჩნდა. გააგრძელეთ კითხვა