აქტივისტებმა შუქი გაუთიშეს სასტუმროს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება - კვირის პალიტრა

აქტივისტებმა შუქი გაუთიშეს სასტუმროს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება

სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმროს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ მოქმედებით მიანიშნებენ რუს სტუმრებს, რომ საქართველო უნდა დატოვონ.

სასტუმროსთან მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს რუსი ჟურნალისტი ჩამოვიდა. სასტუმროსთან, სადაც ის ახლა მეგობრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და მის ქვეყანაში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

"ინტერპრესნიუსი"