"გამიჭირდა, შინ გულხელდაკრეფილი დავმჯდარიყავი. მაქსიმალურად ვეცადე, კანონს და სიტუაციას მოვრგებოდი" - კვირის პალიტრა

"გამიჭირდა, შინ გულხელდაკრეფილი დავმჯდარიყავი. მაქსიმალურად ვეცადე, კანონს და სიტუაციას მოვრგებოდი"

ახლახან დუბაიში საერთაშორისო მოდის კვირეული გაიმართა, რომელზეც საქართველოდან სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი, ეკატერინე მგალობლიშვილი და პატარა მოდელები - ანასტასია ბაკურაძე, მარიამ მგალობლიშვილი, მარიამ ბერძენიშვილი და ლუსი ოქროპირიძე იმყოფებოდნენ. კვირეულზე საქართველოს სახელით წარდგენილი კოლექცია - "სამეფო კარის მეჯლისი - სტუმრად გრაფ დრაკულასთან" საუკეთესოდ დაასახელეს... ამის შესახებ დეტალურად გვესაუბრება ქალბატონი ეკატერინე, რომელიც არაერთი მსოფლიო სამოდელო და სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი, ჟიურის წევრი და დამფუძნებელია...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კონკურსები, ფესტივალები ძალიან მომენატრა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო გაჩერდა. ნამდვილად გამიჭირდა, რომ შინ გულხელდაკრეფილი დავმჯდარიყავი. მაქსიმალურად ვეცადე, კანონს და სიტუაციას მოვრგებოდი: გადავწყვიტე, ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და "სამეფო კარის მეჯლისისთვის" სამოსი შემექმნა..."

"მოგეხსენებათ, კოლეგები ასამდე ქვეყანაში მყავს, ისინი თავიანთ ქვეყნებში სილამაზისა და სამოდელო კონკურსებს კურირებენ. ჩემმა რუმინელმა კოლეგამ აღნიშნული ფოტოები საერთაშორისო მოდის კვირეულის საბჭოს გაუგზავნა, საიდანაც მივიღე მოწვევა, რომ ჩემი კოლექცია დუბაიში, მოდის საერთაშორისო კვირეულზე წარმედგინა..."

"ჩემმა შვილმა - ანასტასიამ მითხრა: დედა, თუ ვერ გაიმარჯვებ, გული ხომ არ დაგწყდებაო? ვუპასუხე: - არა, დედა. აქ ხომ იმისთვის ვარ, რომ შენ, ქართველი ბავშვები, საქართველო წარმედგინეთ. პროფესიონალ დიზაინერებს შორის გამარჯვების პრეტენზია არ მაქვს-მეთქი... სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ "წლის საუკეთესო დიზაინერად" დამასახელეს. შოკის მომგვრელი განცდა დამეუფლა: როცა სილამაზისა და სამოდელო კონკურსებზე მივდივარ, გამარჯვების ამბიცია ყოველთვის მაქვს, რადგან ღირსეული წარმომადგენელი მიმყავს ხოლმე, მაგრამ პროფესიონალ დიზაინერებს შორის თუ დამასახელებდნენ, ნამდვილად არ მეგონა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 1-ლი აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი