"კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის - კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან!" - კვირის პალიტრა

"კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის - კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან!"

კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან!,- ამის შესახებ "სირცხვილიას" აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერთან და მის სტუმრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

"თუ ჩაგეძინათ და ახლა შიშით შემოდიხართ, წუხანდელი ამბების გასაგებად...

კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან! რუსეთი ოკუპანტია",- წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "რუმსი" რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა დატოვეს. ისინი ავტობუსში პოლიციის კორდონის საშუალებით ჩასხდნენ. აქტვისტებმა ისინი შეძახილების ფონზე გააცილეს.