"რუსმა ჟურნალისტმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს" - კვირის პალიტრა

"რუსმა ჟურნალისტმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს"

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, რომელშიც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ ცოტა ხნის წინ აფრინდა.

როგორც "ტავ -ჯორჯიაში" "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რუსი ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ჩატრეტრული რეისით გაფრინდა.

რუსი ჟურნალისტი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა განვითარებული მოვლენებისა და პროტესტის გამო, ქვეყნის დატოვება მას ვადაზე ადრე მოუწია.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქტივისტების აცხადებდნენ, რომ პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მას საქართველო დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს, როდესაც სასტუმრო "რუმსიდან" სასტუმრო "ვინოტელში" სავახშმოდ მივიდნენ.

იხილეთ ვიდეო: