"მა­ნი­ა­კა­ლუ­რი თუ არაა შენი "სიყ­ვა­რუ­ლი" ამ ქვეყ­ნის მი­მართ, რა­ტომ უნდა მო­გინ­დეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - კვირის პალიტრა

"მა­ნი­ა­კა­ლუ­რი თუ არაა შენი "სიყ­ვა­რუ­ლი" ამ ქვეყ­ნის მი­მართ, რა­ტომ უნდა მო­გინ­დეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში"

კინოკრიტუკოსი გოგი გვახარია რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"1989 წლის აპრილის დღეებში ემზარ ჯგერენაია ჯოხს ურტყამდა რუსულ ტანკს სიმწრით. რადგან მეტს ვერაფერს იზამდა. ვიღაცეები ქილიკობდნენ. უჰ, მაგასაც ტანკი არ დაემტვრია ჯოხითო. რატომ ურტყამდა ჯოხს? ამას ეს ხალხი ვერასდროს გაიგებს.

2021 წლის 1 აპრილს, ამდენი წლის შემდეგ, ნაძირალა რუს ჟურნალისტს, რომელიც პროვოკაციას აწყობს და პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ფეხებზე იკიდებს დამოუკიდებელი ქვეყნის კანონებს, გემრიელად ვახშმობს თბილისში... ელარჯით უმასპინძლდება ახალგაზრდა ქართველი კაცი. მორჩილი მიმტანი, რომელიც ასევე ვერასდროს გაიგებს, რატომ ურტყამდა ტანკს ემზარი ჯოხს. ვერც ეს ახალგაზრდა კაცი, ვერც მისი პატრონი და ვერც მისი პატრონის პატრონი... ეს შემზარავი კადრი იყო. ვიცინეთ, ვიშაყირეთ. მაგრამ ეს კადრი დარჩება - ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ჩამოვარდნილი პირბადით, რომელიც ელარჯს აჭმევს დამპყრობელს".

"აი, მანიაკი თუ არა ხარ, რატომ უნდა მოგინდეს რუსეთის მოქალაქეს დაბადების დღის აღნიშვნა დღევანდელ საქართველოში, თავისი კომენდანტის საათით და დაკეტილი (წესით) რესტორნებით?! მანიაკალური თუ არაა შენი "სიყვარული" ამ ქვეყნის მიმართ... მაგრამ მით უფრო გაუგებარია რა ჯიშისაა ის ხალხი, ვინც მას მასპინძლობს (ქართველი სვეტსკების საყვარელი "სტამბა" და "ვინოტელი"... ხვალ არ დაგავიწყდეთ მანდ მაგიდების დაჯავშნა - "ამ სკამზე იჯდა დიდი ჟურნალისტი, პოზნერი" და ჩემთვის აუხსნელ სიამოვნებას განიცდის მანიაკის მასპინძლობაში. ესაა გაუგებარი და იდუმალებით მოცული ("უმომ როსიუ ნე პონიატ"), თორემ ვისაც უნდა, ჩამოვიდეს, კაცო. რაზე იშლით ნერვებს. ქუჩაში ფეხით სიარული გეუხერხულება უკვე. იმდენი მოხუცი დგას და ფულს გთხოვს, მშიერი და უპატრონო. რა დროს პოზნერია მართლა?!", - წერს გოგი გვახარია.