"კავკასიის ხალხთა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს" - რას ამბობს ასლან ბჟანია პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე? - კვირის პალიტრა

"კავკასიის ხალხთა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს" - რას ამბობს ასლან ბჟანია პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე?

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია, რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღეს ულოცავს და ოკუპირებულ რეგიონში ეპატიჟება. ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება.

ასლან ბჟანია აღშფოთებულია იმ ვითარებით, რაც პოზნერს თბილისში შეემთხვა.

"გაკვირვებით აღიქვა აფხაზეთის მოსახლეობამ ვითარება, რომელიც თქვენ ირგვლივ შეიქმნა თბილისში ყოფნის დროს. მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელთა ქმედებებმა, რომლებმაც კავკასიის ხალხთა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს. ძვირფასო ვლადიმერ, აფხაზეთში თქვენ მუდამ გელოდებით. გეპატიჟებით რესპუბლიკაში თქვენთვის ხელსაყრელ პერიოდში", - მიმართავს ბჟანია პოზნერს.

"ინტერპრესნიუსი"