არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა
არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფერნანდესმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.
62 წლის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს.
"ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ,"- წერს ფერნანდესი.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აიცრა.
"ინტერპრესნიუსი"