ლილოში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი პირი - კვირის პალიტრა

ლილოში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი პირი

თბილისში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

"დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები და ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე აფეთქების მიზეზის დადგენა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"