ლილოში, კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ლილოში, კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

თბილისში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის.

მიმდინარეობს აფეთქების მიზეზის დადგენა.

"ინტერპრესნიუსი"