ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს - კვირის პალიტრა

ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს.

წყაროს ინფორმაციით, მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად კლინიკას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. კლინიკაში არც იმას აზუსტებენ უკვე დატოვა თუ არა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა საავადმყოფო.

"სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ვერანაირ ინფორმაციას დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ",- აცხადებენ კლინიკაში.

არსებული ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ასევე დავუკავშირდით ივანე მაჭავარიანსაც, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.

"ინტერპრესნიუსი"