"მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა" - რა წერია IRI-ის კვლევაში? - კვირის პალიტრა

"მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა" - რა წერია IRI-ის კვლევაში?

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 35% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 18% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა „ევროპული საქართველო" დაასახელა, 3%-მა კი - "სტრატეგია აღმაშენებელი“.

გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა:„ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია „ლელოს“ მისცემდა, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10 % ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.