"ნიკა მელია დამნაშავეა, რომელიც პატივს არ სცემს კანონმდებლობას და შესაბამისად, თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია დამნაშავეა, რომელიც პატივს არ სცემს კანონმდებლობას და შესაბამისად, თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში"

"ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც არ სცემს პატივს ქართულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ის დღეს თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, იონათამიშვილის თქმით, ის "ცოტა ირონიულობას და უხერხულობას იწვევს".

იონათამიშვილის თქმით, მნიშვენლოვანია მოსამართლემ მიიღოს სამართლებრივად არგუმენტირებული გადაწყვეტილება.

"ჩვენთვის ეს საქმე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ კონტექსტში განხილული, ეს იყო წმინდა სამართლებრივი საკითხი. სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ სამართლებრივად. ეს არის დამოუკიდებელი პროცესი და არგუმენტირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებს ოპიზიცია იმიტომ ატრიალებს მუდმივად დღის წესრიგში, რომ არ ვილაპარაკოთ ძიდითად თემებზე. ძირითადი თემა კი ის არის, რომ საპარლამენტო საქმიანობა არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება და ვინც ამას ემიჯნება, ემიჯნება ქართულ დემოკრატიას და ცივილურ პროცესებს,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. თავად მელია აცხადებს, რომ მას პატიმრობაში დატოვებენ და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

"ინტერპრესნიუსი"