"საქართველოში უნდა დაიქუხოს ახალი ეტაპის ეროვნულმა მოძრაობამ" - კვირის პალიტრა

"საქართველოში უნდა დაიქუხოს ახალი ეტაპის ეროვნულმა მოძრაობამ"

პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი 9 აპრილს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მიმდინარე ასწლოვანი იმპერიული აგრესიის მეასე წელს, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გმირული შერკინებისა და თავგანწირვის 32 და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავზე განუზომელ პატივსა და დიდებას დავუდასტურებთ დამოუკიდებელ საქართველოს და ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უაღმატებულეს იდეას,

2 0 2 1  წ ლ ი ს  9 ა პ რ ი ლ ს  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  მ თ ა ვ ა რ  ქ ა ლ ა ქ შ ი, რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს  გ ა მ ზ ი რ ზ ე, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  პ ა რ ლ ა მ ე ნ ტ ი ს  წ ი ნ, დ ღ ი ს  ო რ(14) ს ა ა თ ზ ე  დ ა ნ ი შ ნ უ ლ ე რ ო ვ ნ უ ლ   დ ე მ ო ნ ს ტ რ ა ც ი ა ზ ე !

9 აპრილი არის დიადი დღე, რომელიც თხემიდან ტერფამდე დაკავშირებულია საქართველოს თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან და საქართველოში უნდა დაიქუხოს ახალი ეტაპის ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ძლევამოსილებისა და სიდიადის დაუძლეველი სიყვარული გააერთიანებს ქართველ ერის, ყველა ღირსეულ და თავისუფლების მოყვარე პიროვნებას!", - წერს ირაკლი წერეთელი.